ახალი ამბები
ასოციაცია "ათინათი" 28 წლისაა
ასოციაცია "ათინათი" დღეს დაფუძნებიდან  28 წლის იუბილეს აღნიშნავს. ზუგდიდში პირველი საზოგადოებრივი ორგანიზაცია 1995 წლის 31 ოქტომბერს შეიქმნა და დღემდე წარმატებით ფუნქციონირებს.

როგორც ასოციაციის დამფუძნებლები ამბობენ, "ათინათის" მთავარი მისია თავისუფალი და ტოლერანტული საზოგადოების შექმნაა, რისთვისაც მისი გუნდი მუშაობს.

"ათინათი“
წლების განმავლობაში ახორციელებს მოქალაქეთა კომპეტენტურობის ამაღლების, უფლებების დაცვის, შესაძლებლობების გაზრდის და ეკონომიკური გაძლიერების ხელშემწყობ არაერთ პროგრამას, ხელს უწყობს დასავლეთ საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას და მოსახლეობის ინფორმირებულობას.

ორგანიზაცია ამ მიმართულებით მუშაობას მომავალშიც განაგრძობს.

რადიო "ათინათი", რომელიც ამავე სახელწოდების არასამთავრობო ორგანიზაციამ ზუგდიდში 1998 წელს ჩამოაყალიბა, ულოცავს ასოციაციას დაბადების დღეს და წარმატებებს უსურვებს. 







Print