ახალი ამბები
ზუგდიდის რეფერალურმა ჰოსპიტალმა განაახლა ქირურგიული განყოფილების საქმიანობა
ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალი ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს ქირურგია-რეანიმაციის მიმართულებით სტაციონარულ საქმიანობას და პაციენტების მიღებას. ამის შესახებ რადიო "ათინათს" კილინიკის დირექტორმა ტატო თოდუამ უთხრა.

"ახალი მოთხოვნების მიხედვით, შემოწმდა რეანიმაციული და ქირურგიული სტაციონარული სერვისების სანებართვო პირობები. ჰოსპიტალში გათვალისწინებულ იქნა სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ გაცემული რეკომენდაციები", - აღნიშნა მან.

თოდუას განმარტებით, ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში გარემონტდა რეფერალური ჰოსპიტალის ქირურგიული დეპარტამენტი და სრულად განახლდა საოპერაციო ბლოკები.

ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალის ქირურგიულ განყოფილებას ჯანდაცვის სამინისტროს მარეგულირებელმა სააგენტომ საქმიანობის უფლება 6 ოქტომბრიდან შეუჩერა და საავადმყოფოში ოპერაციები ამ დრომდე არ ტარდებოდა.






ამავე თემაზე: ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში ქირურგიულ განყოფილებას საქმიანობის უფლება დროებით შეუჩერდა
Print