ახალი ამბები
ანაკლიის პორტის მშენებლობას 2024 წლის გაზაფხულზე დავიწყებთ - პრემიერი
ანაკლიის პორტის მშენებლობის დაწყება 2024 წლის გაზაფხულზე იგეგმება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

"მინდა მნიშვნელოვანი სიახლე გაცნობოთ - ანაკლიის პორტის მშენებლობისთვის ჯამურად გათვალისწინებული იქნება 70 მლნ ლარი. 50 მლნ ლარი იქნება ჩადებული 2024 წელს და 20 მლნ ლარი წელს გამოვყავით. ანუ, ჩვენი მხრიდან მობილიზებულია თანხები და ასეთი გეგმის მიხედვით, მშენებლობა გაზაფხულზე დაიწყება. აქტიურად მიმდინარეობს ინვესტორის შერჩევა, რომელიც მალე დასრულდება, მაქსიმუმ, დეკემბერ-იანვარში გამოვაცხადებთ გამარჯვებულ ინვესტორს და ჩვენ ერთობლივად დავიწყებთ ანაკლიის პორტის მშენებლობას 2024 წლის მარტი-აპრილში", - განაცხადა პრემიერმა.


ამავე თემაზე:

ანაკლიის პროექტით დაინტერესებულია სხვა საერთაშორისო, გამოცდილი კომპანია - მინისტრი

ანაკლიის პორტის მშენებლობისთვის მეორე ეტაპზე ჩინური და შვეიცარული კომპანიები გადავიდნენ

ანაკლიის პროექტი მნიშვნელოვანია „შუა დერეფნის“ კონკურენტუნარიანობის ამაღლებისთვის - ლევან დავითაშვილი

Print