ახალი ამბები
მომდევნო დღეებში ცვალებად ამინდს პროგნოზირებენ
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 6 ნოემბრის დღის მეორე ნახევრიდან 7 ნოემბრის დილამდე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი.

ხოლო 9 ნოემბრამდე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე თბილი და უნალექო ამინდი იქნება.

სინოპტიკოსების პროგნოზით, ზუგდიდსა და მარტვილში მომდევნო დღეებში +21, +23 გრადუსია ნავარაუდევი. ანაკლიასა და ფოთში +21, +23 გრადუსი იქნება, მესტიაში კი +13, +15 გრადუსი.
Print