ახალი ამბები
ასლან ბჟანიამ და რაშიდ ნურგალიევმა სოხუმსა და მოსკოვს შორის უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობა განიხილეს
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი ასლან ბჟანია მოსკოვში რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის პირველ მოადგილეს რაშიდ ნურგალიევს შეხვდა.

"აფსნიპრესის" თანახმად, "მხარეებმა უსაფრთხოების და ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს". შეხვედრას ასევე ესწრებოდა ე.წ. პრემიერ-მინისტრი - ალექსანდრე ანქვაბი.

ინფორმაციისთვის, რაშიდ ნურგალიევის ერთ - ერთი ვაჟი, რაშიდ ნურგალიევი, ერთადერთი მფლობელია შპს "ინფრასტრუქტურის დეველოპმენტის". სწორედ ამ კომპანიასთან გააფორმა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობამ ხელშეკრულება, სოხუმის აეროპორტის რეკონსტრუქციის შესახებ. ამავე ცნობით, ობიექტის რეაბილიტაციისთვის გათვალისწინებული ინვესტიციის მოცულობა 11 მილიარდ რუბლს შეადგენს.

საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონები რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარა, იმავე წლის სექტემბერში ნიკარაგუამ ცნო აფხაზეთის დამოუკიდებლობა, 2009 კი ვენესუელამ და ნაურუმ, ხოლო 2018 წელს - სირიამ.




Print