ახალი ამბები
ოჩამჩირეში რუსული სამხედრო ბაზების განთავსება არღვევს საქართველოს სუვერენიტეტს - სტოლტენბერგი
"ჩვენ არ ვეთანხმებით, რომ ოკუპირებული ტერიტორიები შეიძლება გამოიყენოს რუსეთმა სამხედრო ბაზების შესაქმნელად", - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ევროკავშირის თავდაცვის მინისტრებთან შეხვედრის შემდეგ  "რუსთავი 2"- ის კითხვის პასუხად განაცხადა.

"ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვეთანხმებით, რომ ოკუპირებული ტერიტორიები შეიძლება გამოიყენოს რუსეთმა სამხედრო ბაზების შესაქმნელად. ეს კიდევ ერთხელ არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და მეტყველებს იმაზე, თუ რამდენად შორს შეუძლია რუსეთი წავიდეს, რათა მიაღწიოს თავის სამხედრო მიზნებს უკრაინაში. უკრაინელები თავდაცვაზე იმყოფებიან, რადგან მათ რეალურად მიაღწიეს წარმატებებს ყირიმში საზღვაო ობიექტებზე თავდასხმაში. ამიტომ, რუსეთი ეძებს ალტერნატივებს, რაც რეალურად აჩვენებს იმ მიღწევებს, რომლებიც უკრაინელებს აქვთ რუსეთის საზღვაო ძალების წინააღმდეგ თავდასხმაში", - აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

ოქტომბრის დასაწყისში, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ ოჩამჩირის რეგიონში რუსეთის საზღვაო ფლოტის მუდმივი ბაზების შექმნის შესახებ განაცხადა, 19 ოქტომბერს გამართულ პრესკონფერენციაზე კი თქვა, რომ "რუსეთის საზღვაო ძალების ბაზის განლაგება ოჩამჩირეში შეესაბამება აფხაზეთის ინტერესებს".



ამავე თემაზე: 

ოჩამჩირეში რუსული საზღვაო ფლოტის მუდმივი ბაზირების ახალი პუნქტი შეიქმნება - ბჟანია
ეს დიდი ნაღმია შავი ზღვის უსაფრთხოების, ხვალინდელი ანაკლიის პორტისა და საქართველოს ევროპული გზისთვის - პრეზდენტი ოჩამჩირეში რუსეთის ბაზის განთავსებაზე
ანაკლიიდან 4 კილომეტრში რუსული საზღვაო ფლოტის განთავსებაზე ხელისუფლების რეაგირება არასაკმარისია - DRI
Print