ახალი ამბები
აშშ -ს ელჩი ანაკლიის პორტთან დაკავშირებით გამჭვირვალობის აუცილებლობაზე საუბრობს
საქართველოს, როგორც ნებისმიერ სხვა ქვეყანას ვურჩევთ, როცა საქმე კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ეხება, პორტის ჩათვლით, საჭიროა, ზუსტად იცოდე, ვისთან თანამშრომლობ და რა გრძელვადიანი განზრახვები აქვთ მათ,- ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, რობინ დანიგანმა „რადიო თავისუფლებასთნ“ ინტერვიუში, განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ქვეყანამ უნდა უზრუნველყოს პროცესი მაქსიმალიურად გამჭირვალე იყოს.

“ანაკლიის პორტის განვითარება იქნება საქართველოს სერიოზული ძალისხმევის მნიშვნელოვანი ელემენტი შუა დერეფანში ამ ქვეყნის მნიშვნელოვან კვანძად ქცევისთვის, რაც ახლა იმაზე მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე ყოფილა. ამ პორტის განვითარებისთვის ვის აირჩევს მთავრობა, ეს არის მისი სუვერენული გადაწყვეტილება. ჩვენ მხოლოდ ვურჩევდით საქართველოს, როგორც ნებისმიერ სხვა ქვეყანას, როცა საქმე ეხება კრიტიკულ ინფრასტრუქტურას, პორტის ჩათვლით, საჭიროა, ზუსტად იცოდე, ვისთან თანამშრომლობ და რა გრძელვადიანი განზრახვები აქვთ მათ. ქვეყანამ უნდა უზრუნველყოს, რომ ეს პროცესი იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე და როცა საქმე ისეთ კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ეხება, როგორიც პორტებია, ეს უკიდურესად მნიშვნელოვანია",- ამბობს ელჩი.


ამავე თემაზე:  

ანაკლიის პორტის მშენებლობას 2024 წლის გაზაფხულზე დავიწყებთ - პრემიერი

ჩვენ ანაკლიაში ახალ პორტს ვავითარებთ და ეს არის ჩვენთვის პრიორიტეტი, - ირაკლი ღარიბაშვილი




Print