ახალი ამბები
ხვალ და ზეგ ამინდი უარესდება - სინოპტიკოსების გაფრთხილება
16 ნოემბერს დღის ბოლოდან 17 ნოემბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში ამინდის გაუარესებას პროგნოზირებენ. გარემოს ეროვნული სააგენტო იუწყება, რომ, უმეტესად, ქვეყნის დასავლეთ ნაწილში, ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, ზოგან ძლიერი წვიმა, მაღალმთიან რეგიონებში თოვლი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე კი 4-5 ბალიანი შტორმული ღელვაა მსალოდნელი.

სინოპტიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო მთიან და გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.
Print