ახალი ამბები
პროექტის მიხედვით, ზუგდიდის 2024 წლის ბიუჯეტი 64 მილიონი ლარი უნდა იყოს
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ საკრებულოსთვის წარდგენილი დოკუმენტის თანახმახ, ზუგდიდის 2024 წლის ბიუჯეტი 64 მილიონი ლარი იქნება და ის წინა წლის ბიუეჯეტს 6 მილიონ 117 800 ლარით აღემატება.

მთავარი ფინანსური დოკუმენტის პროექტის მოკლე ვერსიაში ვკითხულობთ, რომ 47 მილიონ 130 ათასი ლარი ინფრასტრუქტურულ პროექტებს მიემატება, 12 მილიონ 605 ათასზე მეტი-განათლების სფეროს, 84 ათას ასი ლარი - გარემოს დაცვასა და დასუფთვებას, 64 950 ათასი ლარი, პროექტის მიხედვით, კულტურული, ახალგაზრდული და სპორტული მიმართულებით დაიხარჯება, მილიონ 203 900 ლარი საკანონმდებლო და აღმასრულებელი ორგანოების ხარჯებია, 5 მილიონამდე თანხა გასასტუმრებელ ხარჯებს მოიცავს.

აქვე ვკითხულობთ, რომ ბიუჯეტის ზრდის მნიშვნელოვანი ნაწილი საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრიმლებისთვის ხელფასების 10%-იანი ზრდა, მათ შორის საბავშვო ბაღებში დაბალი ანაზღაურების მქონე პირებისთვის 100-100 ლარის მატება.

დოკუმენტით მუნიციპალიტეტის მერი საკრებულოს მიმართავს, რომ სრულ ვერსიას 2-3 დღეში მიაწვდის.

საკრებულომ მომავალი წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტის შესახებ ნორმატიული აქტი დღეს უნდა მიიღოს, რის შემდეგაც კომისიური განხილვები დაიწყება.

Print