პარლამენტს უმრავლესობის კვოტით არჩეული ორი ახალი ვიცე-სპიკერი ჰყავს, რომელთაგან ერთ-ერთი ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი და "ქართული ოცნების" წევრი ირაკლი ჩიქოვანია.
15 ნოემბერს რეგლამენტში შეტანილი ცვლილებების თანახმად, რომელიც მესამე მოსმენით განიხილა და დაამტკიცა საკანონმდებლო ორგანომ, პარლამენტში ვიცე-სპიკერების რაოდენობა ხუთიდან შვიდამდე გაიზარდა.
რეგლამენტის მიხედვით, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილედ შესაძლებელია აირჩეს სამი მოადგილე საპარლამენტო უმრავლესობიდან და სამი მოადგილე - საპარლამენტო ოპოზიციის ფრაქციებიდან.
მასალის გამოყენების პირობები