ახალი ამბები
უკრაინაში დაიღუპა აფხაზეთიდან დევნილი მებრძოლი, რომელიც სენაკში ცხოვრობდა
უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა, მათგან ერთ-ერთი რამაზ ფეტელავაა. რადიო "ათინათის" ინფორმაციით, ფეტელავა აფხაზეთიდან დევნილია და ცოლ-შვილთან ერთად სენაკში, დევნილთა დასახლებაში  ცხოვრობდა.

"ქართული ლეგიონი" ასევე ავრცელებს ცნობას საბროძლო მოქმედებების დროს 9 დაჭრილის შესახებ.

უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე 45-ზე მეტი ქართველი მებრძოლია დაღუპული.

ამავე თემაზე:

უკრაინაში დაღუპული სამი მებრძოლიდან ერთ-ერთი წარმოშობით ზუგდიდიდანაა



Print