ახალი ამბები
უსახლკარო ოჯახებს სახელმწიფო ბინებს შეუძენს
1000-მდე უსახლკარო, მრავალშვილიან ოჯახს საქართველოს მთავრობა ბინებს შეუძენს.
ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

უწყების განცხადებით, საკითხი პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე განიხილა.

,,საბჭოს სხდომაზე განიხილეს მრავალშვილიანი, უსახლკარო ოჯახებისათვის საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხი. პრემიერის თქმით, 1000-ამდე ასეთი ოჯახს მთავრობა შეუძენს ბინებს. მთავრობის მეთაურმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჯანდაცვის მინისტრისგან კონკრეტული გეგმა მოისმინა'', - ვკითხულობთ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სხდომაზე აღინიშნა, რომ პროგრამა 2024 წლიდან დაიწყება და მის განსახორციელებლად დაახლოებიტ 50 მილიონი ლარი დაიხარჯება.


Print