ახალი ამბები
დღეს უნალექო, ხვალ კი წვიამიანი ამინდია მოსალოდნელი - სინოპტიკოსები
დღეს, 19 ნოემბერს ზუგდიდსა და მარტვილში თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, თუმცა იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულებით ძლიერი ქარი, 20 ნოემბერს კი იწვიმებს. ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტო იუწყება.

ამავე ცნობით, დღეს, ანაკლიასა და ფოთში +17, +22 გრადუსამდე დათბება,ხოლო 20 ნოემბერს ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს, იქროლებს სამხრეთ-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი და მოსალოდნელია წვიმა.

რაც შეეხება მესტიას, სინოპტიკოსთა პროგნოზით, 19 ნოემბერს უნალექო ამინდი იქნება, ხვალიდან კი ქარბუქსა და თოვას ვარაუდობენ.

Print