რეგიონი
უამინდობის გამო ზუგდიდის რამდენიმე სოფლის ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება
ძლიერი ქარისა და წვიმის გამო ზუგდიდში, ქალაქის ტერიტორიასა და სოფლებში ელექტროენერგია აბონენტებს მთელი ღამე შეფერხებით მიეწოდებოდა. ამ დროისთვის, როგორც “ენერგო-პრო ჯორჯიაში ამბობენ, დენი არ არის დარჩელისა და კორცხელის ნაწილში.

რადიო “ათინათის” ინფორმაციით, ელექტროსადენების დაზიანების გამო შუქი არ მიეწოდება ანაკლიის ნაწილსაც.

“ენერგო-პრო ჯორჯიაში'' განმარტავენ, რომ ბრიგადები დაზიანების ყველა ადგილზე მუშაობენ და ელექტროენერგიის მიწოდება მალე აღდგება.
Print