ახალი ამბები
უხვმა ნალექმა და შტორმმა ანაკლია-განმუხურში პრობლემები შექმნა
ძლიერი ქარისა და შტორმის გამო, ანაკლია-განმუხურში დაიტბორა სანაპიროს მიმდებარე ტერიტორია და დააზიანა ინფრასტრუქტურა. ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათი განმარტებით, დატბორილ ადგილებზე შესაბამის სამსახურებთან ერთად იმყოფებოდა ზუგდიდის მერი მამუკა წოწერია.

"ძლიერმა ქარმა და შტორმმა გამოიწვია გარკვეული ინფრასტრუქტურული პრობლემები , სანაპირო ზოლის ინფრასტრუქტურა არის დაზიანებული, ასევე, სხვადასხვა შენობა ნაგებობები, თუმცა დეტალური ინფორმაცია ზარალის მასშტაბებთან დაკავშირებით გახდება უახლოეს დღეებში ცნობილი", - აცხადებენ მერიის პრესსამსახურში.

ამავე ინფორმაციით, უკვე გუშინ დაიწყო სალიკვიდაციო და გაწმენდითი სამუშაოები.

"ამ დროისათვის მიმდინარეობს სამუშაოები, კორდინაციაში ვართ ყველა სათანადო სამსახურთან", - აღნიშნეს მერიის პრესსამსახურში.

Print