ახალი ამბები
უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლი ორი მოხალისის ცხედარი აფხაზეთში გადაასვენეს
უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლი ორი აფხაზი მოხალისის ცხედარი დონბასიდან სოხუმში გადმოასვენეს. ინფორმაციას დე ფაქტო რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების მართვის სამინისტრო ავრცელებს.

ამავე ცნობით, 31 წლის შამილ დასანიას გაგრის რაიონის დაბა ცანდრიფშში და 35 წლის მარზაყან აჩბას გუდაუთის რაიონის სოფელ პრიმორსკოეში დაკრძალავენ.

ოკუპირებული აფხაზეთის "საგანგებოს" მონაცემებით, რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან დღემდე, რუსეთის მხარეს მებრძოლი ათი აფხაზი მოხალისის ცხედარი გადმოასვენეს. ღია წყაროებიდან მიღებული ინფორმაციით, დაიღუპნენ: ახრა კირკინაძე, არტურ კირკინაძე, ლორან სმირი, რამინ ბახტაძე, ბესლან ტაბაღუა, ნიკიტა ზუხბა, ვიაჩესლავ ნოვიცკი, ადამ ლაგვილავა, ნოდარ აბიჯბა და დმიტრი წვიჟბა.


Print