გატაცება გალის რაიონში. ექვსმა ნიღბიანმა 33 წლის ცირა ჩაჩუა სოფელ ზემო ბარღებიდან გაიტაცა. ამ დრომდე უცნობია გატაცებულის ადგილსამყოფელი და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა.
გამტაცებლები ცირა ჩაჩუას ოჯახის წევრებს უკვე დაუკავშირდნენ და, მისი გათავისუფლების სანაცვლოდ, 30 ათასი ამერიკული დოლარი მოითხოვეს. ოჯახის განცხადებით, მათ აღნიშნული თანხა არ გააჩნიათ.
მასალის გამოყენების პირობები