ახალი ამბები
დევნილთა სააგენტო იძულებით გადაადგილებულ 1335 ოჯახს სახლს უყიდის
დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის გადაწყვეტილებით, იძულებით გადაადგილებულ 1 335 ოჯახს სააგენტო სოფლად სახლს შეუსყიდის.

ამის შესახებ ინფორმაციას დევნილთა, შრომის, ჯამრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ოჯახები სახლებს, საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, 6 თვის ვადაში, თავად შეარჩევენ. 

სამინისტროს განმარტებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით პროექტი წარმატებით ხორციელდება და 2023 წელს სააგენტომ 1300-მდე დევნილს უკვე შეუსყიდა სახლი.

2025 წლის ბოლოსთვის „სოფლად სახლის“ პროექტის ფარგლებში, ჯამში 6000 დევნილი ოჯახი განსახლდება. შესყიდული სახლების უმეტესობას თან ახლავს მიწის ნაკვეთები.
Print
თეგები: დევნილი / სახლი /