ახალი ამბები
უახლოეს დღეებში სინოპტიკოსები არამდგრად ამინდს პროგნოზირებენ
დღეს, 4 დეკემბერს საქართველოში თბილი და უნალექო ამინდი შენარჩუნდება. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. სინოპტიკოსების ცნობით, ზუგდიდში 5-დან 7 დეკემბერის ჩათვლით გაწვიმდება და ჰაერის ტეპმერატურა +17, +1 გრადუსი დაფიქსირდება.

ანაკლიასა და ფოთშიც რამდენიმე დღე იწვიმებს, თუმცა ტემპერატურა 16-დან 18 გრადუსამდეა ნავარაუდევი.

რაც შეეხება მესტიას, 4 დეკემბერს ზემო სვანეთშიც მზიანი ამინდი იქნება, 5-7 დეკემბერს კი მცირე ნალექს ვარაუდობენ. ჰაერის ტემპერატურა მესტიაში დღის საათებში +8, +10 გრადუსია მოსალოდნელი.

Print