ახალი ამბები
ოჩამჩირეში ხანძარს ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა
ოჩამჩირის რაიონის სოფელ გუფში, ორსართულიან საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა, შედეგად 22 წლის მამაკაცი დაიღუპა.

ინფორმაციას აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო ავრცელებს. შემთხვევა 3 დეკემბერს, დღის საათებში მოხდა.


ამავე ცნობით, ხანძრის ქრობაში ოჩამჩირისა და ტყვარჩელის რაიონის სახანძრო-სამაშველო ჯგუფის ორი ბრიგადა იყო ჩართული. ხანძრის გაჩენის მიზეზი, ჯერჯერობით, დაუდგენელია.


Print