ახალი ამბები
ხობში “ნაციონალური მოძრაობის” 30-მდე წევრმა პარტია დატოვა
ხობში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” 30-მდე წევრმა პარტია დატოვა, მათგან საკრებულოს 10 წევრია.

ამის შესახებ ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ ია ჯიშკარიანმა თანაგუნდელებთან ერთად ბრიფინგზე ისაუბრა. მისივე განმარტებით, უახლოეს დღეებში აპირებენ, ფრაქციას სახელი გადაარქვან, თუმცა, მანდატების დატოვებას არ აპირებენ. ჯიშკარიანი ცენტრალური ოფისის ფულად დავალიანებაზეც საუბრობს.

ენმ-ს უკვე ყოფილი წევრები ამბობენ, რომ ისინი ნიკა მელიას გვერდით აპირებენ პოლიტიკური ბრძოლის გაგრძელებას.

“ეს ის ადამიანები არიან, რომელთა მხარზეც იდგა პარტია და ვისი ბრძოლითაც აქამდე მოვედით. ენმ-ში არის ახლა არაფორმალური მმართველობა, რასაც ნამდვილად ვერ შევეგუებით”,- თქვა ჯიშკარიანმა.

ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია დატოვა ზუგდიდის ორგანიზაციის 17-მა წევრმა.


ამავე თემაზე:

ზუგდიდში “ნაციონალური მოძრაობიდან” საკრებულოს წევრების ნაწილი პარტიას ტოვებს

ანა წითლიძე ენმ-ს უკვე ყოფილ წევრებს მანდატების დატოვებისკენაც მოუწოდებს

რატომ წავიდა "ნაციონალური მოძრაობიდან" 17 ზუგდიდელი წევრი
Print