ახალი ამბები
სინოპტიკოსთა პროგნოზით, 6-დან 10 დეკემბრამდე მოსალოდნელია მცირე წვიმა
10 დეკემბრამდე საქართველოში დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი იქნება. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

ანაკლიაში, ფოთში, ზუგდიდსა და მარტვილში სითბოს ფონზე ნავარაუდევია მცირე წვიმა, ჰაერის ტემპერატურა კი დღის საათებში +20, +22 გრადუსს მიაღწევს.

ამავე ცნობით, სამეგრელო- ზემო სვანეთში დროგამოშვებით იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

სააგენტოს ინფორმაციით, მესტიაში მოსალოდნელია მცირე ნალექი, ჰაერის ტემპერატურა +13, +15 გრადუსი იქნება.

Print