ახალი ამბები
მომდევნო დღეებში სინოპტიკოსები ცვალებად ამინდს ვარაუდობენ
8-9 დეკემბერს დასავლეთ საქართველოში შენარჩუნდება თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი, 10 დეკემბერს კი გაწვიმდება და ტემპერატურაც დაიკლებს. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, 8-9 დეკემბერს ზუგდიდში, მარტვილში, ანაკლიასა და ფოთში იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ხოლო ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +19, +21 გრადუსს მიაღწევს. 10 დეკემბერს ნავარაუდევია წვიმა.

ამავე ინფორმაციით, მესტიაში მოსალოდნელია უმეტესად უნალექო და ქარიანი ამინდი, ხოლო 10 დეკემბერს კი ზოგან თოვლი.

Print