რეგიონი
ზუგდიდის დრამატული თეატრის ხელმძღვანელის პოსტზე კონკურსი ხელახლა გამოცხადდა
კულტურის სამინისტრომ ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის შესარჩევად ხელახალი კონკურსი გამოაცხადა.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, სამხატვრო ხელმძღვანელის შესარჩევად მიმდინარე წლის 10 აგვისტოს გამოცხადებული კონკურსი, რომლის დროსაც წარმოდგენილ იქნა მხოლოდ ორი საკონკურსო განცხადება, 2023 წლის 31 ოქტომბერს ჩაიშალა.

მათივე განმარტებით, ჯანსაღი კონკურენციისთვის თანაბარი პირობების შესაქმნელად კონკურსი თავიდან გამოცხადდა.

კულტურის სამინისტოს ცნობით,
საკონკურსო დოკუმენტაცია მიიღება 2023 წლის 11 დეკემბრიდან 2024 წლის 8 იანვრის ჩათვლით.

ამავე თემაზე:


ზუგდიდის დრამატული თეატრის ხელმძღვანელის პოსტზე კონკურსი გამოცხადდა
Print