ახალი ამბები
ოჯახის ინფორმაციით, გალში “მილიციის” მიერ ცემის შედეგად საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა
43 წლის თემურ კარბაიას ოჯახის წევრების ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქე, რომელიც დედასთან ერთად გალში ცხოვრობდა, მილიციამ რამდენიმე დღის წინ დაიჭირა და მას სასტიკად სცემა.

მიღებული დაზიანებების შედებად, მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა დაზიანება სიცოცხლესთან შეუთავსებელი აღმოჩნდა და ის საავადმყოფოში გარდაიცვალა.

შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა. ოჯახის წევრებს დეტალებთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვთ. ისინი დამნაშავეების დასჯას მოითხოვენ.
Print