ახალი ამბები
სახალხო დამცველი თემურ კარბაიას გარდაცვლების ფაქტზე პასუხისმგებლობას რუსეთს აკისრებს
სახალხო დამცველმა სამძიმარი გამოუცხადა გალის რაიონში გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქის, თემურ კარბაიას ოჯახს და მოუწოდა ხელისუფლებას, ასევე საერთაშორისო ადამიანის უფლებათა დაცვით ორგანიზაციებს ეფექტიანი გამოძიებისთვის მაქსიმალური ძალისხმევისკენ.

"საქართველოს მოქალაქის სიცოცხლის უფლების სავარაუდო დარღვევაზე პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციას ეკისრება, რადგან სწორედ ეს უკანასკნელი ახორციელებს ოკუპირებულ ტერიტორიაზე კონტროლს.

სამწუხაროა, რომ საოკუპაციო რეჟიმი დღემდე დაუსჯელს ტოვებს საქართველოს ოთხი მოქალაქის - დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიას, არჩილ ტატუნაშვილისა და ირაკლი კვარაცხელიას მკვლელობაზე პასუხისმგებელ პირებს. ასევე დღემდე გამოუძიებელია ერთი თვის წინ სოფელ კირბალის მიმდებარედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქის მკვლელობის ფაქტი. აღნიშნულის ფონზე საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მთლიანად საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სიცოცხლის უფლების სავარაუდო დარღვევების პრევენციისათვის", - ვკითხულობთ სახალხო დამცველის ოფიციალურ გვერდზე.

ამავე განცხადებაში აღნიშნულია, რომ ამგვარი ქმედებების დაუსჯელობა საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლეს განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ აყენებს.

43 წლის თემურ კარბაიას ოჯახის წევრების ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქე, რომელიც დედასთან ერთად გალში ცხოვრობდა, ე.წ -მა მილიციამ რამდენიმე დღის წინ დაიჭირა და მას სასტიკად სცემა.

საქართველოს პრეზიდენტმა მომხდარი ფაქტი რუსეთის მიერ ადამინის უფლებების დარღვევად შეაფასა.



ამავე თემაზე:

ოჯახის ინფორმაციით, გალში “მილიციის” მიერ ცემის შედეგად საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა

გალში მილიციის მიერ ნაცემი საქართველოს მოქალაქის დაღუპვა რუსეთის მიერ ადამიანის უფლებების დარღვევის ტრაგიკული შეხსენებაა - პრეზიდენტი

საოკუპაციო რეჟიმი ადასტურებს საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების ფაქტს, თუმცა არა - უკანონოდ დაკავების მცდელობას - სუს-ი
Print