ახალი ამბები
მიუსაფარი ცხოველები და გზები - რეგიონების ყველაზე დიდი პრობლემა NDI-ის მიხედვით
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, მიუსაფარი ცხოველები და მოუწესრიგებელი გზები ადგილობრივ დონეზე მოსახლეობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემაა.

ანგარიშის მიხედვით, კითხვაზე რა არის კეთილმოწყობასთან/ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული სამი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც თქვენს ქალაქს/სოფელს აწუხებს, გამოკითხულთა 22%-მა დაასახელა მიუსაფარი ცხოველები, ასევე, 22%-მა გზები, 15%-სთვის — სისუფთავე ქუჩებში ყველაზე აქტუალური პრობლემაა, საგზაო მოძრაობა — 14%-ისთვის, გარემოს დაბინძურებას მნიშვნელოვან პრობლემად მიიჩნევს — 14%, საზოგადოებრივ ტრანსპორტს — 14%.

მიუსაფარი ცხოველების პრობლემა განსაკუთრებით თბილისისა და პატარა ქალაქების მოსახლეობას, მათ შორის,  "ქართული ოცნების" მხარდამჭერებს აწუხებთ. 

ანგარიში NDI-ის მიერ 14 ოქტომბრიდან 4 ნოემბრამდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობითი პირისპირი გამოკითხვის შედეგების მიხედვითაა მომხადებული. გამოკითხვა სულ 2,068 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 2,2 პროცენტია.

Print