ახალი ამბები
დღეიდან ავტომობილების ზამთრის საბურავებით აღჭურვა სავალდებულოა
ზამთრის პერიოდში, ავტომობილების ზამთრის საბურავებით აღჭურვა სავალდებულო გახდა.
შსს-ს ინიციატივა საბურავების აღჭურვასთნ დაკავშირებით პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა.

"პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე პერიოდში, საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ ზონებში/გზის მონაკვეთებზე გადაადგილებისას სავალდებულო იქნება სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით აღჭურვა. ამასთან, განსაკუთრებულ შემთხვევაში, მეტეოროლოგიური პირობების გათვალისწინებით, შესაძლოა დადგინდეს ზემოაღნიშნული პერიოდისგან განსხვავებული დროის მონაკვეთი ან დაწესდეს დამატებითი მოთხოვნა, სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებთან ერთად მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით აღჭურვის შესახებ", - ვკითხულობთ უწყების განცხადებაში.

ამავე ცნობით, მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში პირს დაეკისრება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით, ხოლო მართვის მოწმობაზე მინიჭებული ქულების 5-ით შემცირდება. ზამთრის საბურავების ტექნიკური მახასიათებლები მთავრობის დადგენილებით განისაზღვრება.


Print