ახალი ამბები
მომდევნო დღეებში სინოპტიკოსები უნალექო ამინდს ვარაუდობენ
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 22 დეკემბრამდე საქართველოში ცივი, თუმცა უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

სინოპტიკოსების პროგნოზით, ზუგდიდსა და მარტვილში 22 დეკემბრამდე ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +10, +15 გრადუსამდე მოიმატებს.

რაც შეეხება სანაპირო რაიონებს, ანაკლიასა და ფოთში 22 დეკემბრამდე უნალექო ამინდის ფონზე ჰაერის ტემპერატურა კი +10, +15 გრადუსი იქნება.

მესტიაში მოსალოდნელია +2, +7 გრადუსი.


Print