ახალი ამბები
მესტიაში მთავარი ნაძვის ხე აინთო
მესტიის მუნიციპალიტეტში, სეტის მოედანზე მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ განათდა.

როგორც მუნიციპალიტეტის ფეისბუქ გვერდზე ვკითხულობთ, ღონისძიებას ადგილობრივები და მესტიის სტუმრები დაესწრნენ.

ცენტრალური ნაძვის ხე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ბავშვებთან ერთად აანთეს.



Print