ახალი ამბები
მესტიაში სათხილამურო სეზონი გაიხსნა
დღეს, 20 დეკემბერს, მესტიაში 2023-2024 წლების ზამთრის სათხილამურო სეზონი ოფიციალურად გაიხსნა.

ინფორმაციას მესტიის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე განმარტებით,  მესტია-ჰაწვალისა და ჰაწვალი-ზურულდის დამაკავშირებელი საბაგიროები დამსვენებლებს  10:00-დან 16:00 საათამდე - მიიღებენ.

რაც შეეხება თეთნულდის სასრიალო არეალს, გაიხსნა საბაგიროები: ჩვაბიანი და ჯუმბერ კახიანი.

მერიის ცნობით, აბონემენტები ხელმისაწვდომია კურორტის სალაროებში.
Print