ახალი ამბები
სენაკში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა
სენაკში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, შედეგად კი გზაზე მიმავალი, შუახანს გადაცილებული ორი ადამიანი დაიღუპა.

ადგილობრივების ინფორმაციით, ავტოავარიის შემდეგ მანქანები სწორედ ამ ქვეითებს დაეჯახნენ.




ადგილზე მობილიზებული იყვნენ სასწრაფო - სამედიცინო დახმარების ბრიგადები და სამართალდამცავები.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

Print