ახალი ამბები
ეს არის ხალხის ნების გარეშე მიღებული გადაწყვეტილება - პრეზიდენტი ბიჭვინთის აგარაკზე
საქართველოს პრეზიდენტი ზუგდიდში, "მართლმსაჯულების სახლის" ფილიალის გახსნაზე, გამოეხმაურა რუსეთისთვის ბიჭვინთის აგარაკის გადაცემის საკითხს და მას არალეგიტიმური ნაბიჯი უწოდა.

"ეს, როგორც ყველა სხვა გადაწყვეტილება, რომელიც ეხება აეროპორტს, რომელიც ეხება ოჩამჩირეს, არის არალეგალური და ხალხის ნების გარეშე მიღებული გადაწყვეტილება.

ჩვენ დღეს ვერანაირად ვერ შევცვლით ამას, მაგრამ შევცვლით იმით, რომ არ ვაღიარებთ და რაც მთავარია, ეს არის ის, რასაც ებრძვის თვითონ მოსახლეობა, უკვე რამდენი წელია, ისევე როგორც ასევე მიწების გასხვისებას.

ეს არის ჩვენი მიწები, ჩვენი აეროპორტი, ჩვენი პორტი, ყველასი ერთად და ამიტომ ეს არის ჩვენი დასაცავი. ჩვენი დაცვა არის საერთაშორისო არენაზე, რომ იქ ყოველდღიურად, ყოველთვის გავაპროტესტოთ, რომ ეს არ გახდეს რაღაცა დე-ფაქტო ნაბიჯები", - განაცხადა პრეზიდენტმა.

ინფორმაციისთვის, ბიჭვინთის აგარაკის შესახებ შეთანხმების რატიფიცირება, შესაძლოა, აფხაზეთის ე.წ პარლამენტმა 28 დეკემბერს მოახდინოს

Print