ახალი ამბები
ბჟანიამ ლუკაშენკოს საახალწლოდ კოხორას მანდარინები გაუგზავნა
აფხაზმა ლიდერმა ასლან ბჟანიამ ბელარუსის ავტორიტარ ლიდერს ალექსანდრე ლუკაშენკოს საახალწლოდ 20 ყუთი მანდარინი გაუგზავნა. ამის შესახებ „აფსნიპრესი“ წერს.

ამავე ცნობით, ასლან ბჟანიას სახელით ნობათს ასევე მიიღებენ რუსეთის ფედერაციის რესპუბლიკების მეთაურები და დაღუპულთა ოჯახები ჩრდილოეთ კავკასიიდან.

ინტერნეტ - გამოცემა წერს, რომ „აფხაზეთიდან რუსეთსა და ბელარუსში ადრეც იგზავნებოდა ციტრუსით სავსე სასაჩუქრე ამანათები ტყვარჩელის რაიონის სოფელ კოხორაში მდებარე „აიააირას“ სახელმწიფო მეურნეობიდან" და ახლა ეს „სახელოვანი“ ტრადიცია გაგრძელდა.

აქვე აღნიშნულია, რომ ამჟამად, 800 ჰექტარზე განთავსებული ფართობი იჯარით გადაეცათ მეწარმეებს, რომლებიც საბჭოთა კავშირის დროინდელი მეურნეობის ინფრასტრუქტურის აღდგენას გეგმავენ.

ბოლო დროს, სოხუმში სულ უფრო ხშირად აცხადებენ, რომ  "აფხაზეთის რუსეთის და ბელარუსის საკავშირო რესპუბლიკასთან მიერთებას" არ გამორიცხავენ. 






Print