ახალი ამბები
სინოპტიკოსები მომდევნო დღეებში ამინდის გაუარესებას პროგნოზირებენ
ხვალ, 23 დეკემბერს დღის მეორე ნახევრიდან 26 დეკემბრამდე, საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, მთიან ზონებში - თოვა, ნისლი, ქარბუქი და ზვავსაშიშოება. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრელებს.

ამავე ცნობით, ზღვაზე ნავარაუდევია 6 ბალამდე შტორმი.

"საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, და ზვავსაშიშროების გამო შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა", - ვკითხულობთ სააგენტოს ოფიციალურ გვერდზე.

სინოპტიკოსთა პროგნოზით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესები ჩასასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

Print