რეგიონი
სურსათის ეროვნული სააგენტო წინასაახალწლოდ ხორცთან დაკავშირებით მომხმარებელს აფრთხილებს
​სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას მოუწოდებს არ შეიძინოს ხორცი ისეთ ადგილებში, სადაც არ არის დაცული მისი შენახვის პირობები.

სააგენტოს ინფორმაციით, საახალწლოდ იზრდება მოთხოვნა ხორცზე, ხორცპროდუქტებსა და სხვა მალფუჭებად სურსათზე.

როგორც უწყების მიერ გავცელებულ განცხადებაშია აღნიშნული,  ეტიკეტზე დატანილი უნდა იყოს დეტალური ინფორმაცია.

,,ხორცი უნდა ინახებოდეს დახურულ მაცივარში, შესაბამისი ტემპერატურული რეჟიმის დაცვით (2-დან 6 გრადუსამდე). ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე დაკლული და რეალიზებული ხორცისა და ცხოველური წარმოშობის სურსათის (რძე და რძის პროდუქტები, თევზი და თევზპროდუტები) გამოყენებით, ადამიანის დაავადების რისკი მაღალია. ადამიანს შეიძლება გადაედოს სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში დაავადებები'', - აღნიშნავს სააგენტო.

მათივე განცხადებით, ეტიკეტი განთავსებული უნდა იყოს თვალსაჩინო ადგილას, ასევე მასზე დატანილი უნდა იყოს ხორცის წარმომავლობისა და სარეალიზაციო ვადების შესახებ ინფორმაცია.



Print