ახალი ამბები
სინოპტიკოსები მომდევნო დღეებში ძლიერ თოვას პროგნოზირებენ
26 დეკემბერის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში მოსალოდნელია თოვა,ძლიერი ქარი, ნისლი, ქარბუქი, საავტომობილო გზებზე ლიპყინული. მაღალმთიან რეგიონებში ზვავსაშიშოება და ზღვაზე 6 ბალიანი შტორმი.

ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრელებს.

სინოპტიკოსების პროგნოზით, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დიდთოვლობის, ლიპყინულის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქისა და ზვავსაშიშროების გამო შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.

ამავე ცნობით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლოა გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

Print