ახალი ამბები
თბილისი-ზუგდიდის მატარებელი ისევ შეფერხებულია
ლიხზე არსებული შეფერხების შემდეგ ახლა თბილისი-ზუგდიდის მატარებელი  ხარაგაულში, სოფელ წიფაშია გაჩერებული.

მგზავრების ინფორმაციით, დიდთოვლობის გამო მატარებელი არაერთხელ შეფერხდა.

მათივე ცნობით, შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები ლიანდაგს თოვლის საფარისგან წმენდენ, თუმცა, რამდენ ხანში შეძლებს მატარებელი მოძრაობის განახლებას, უცნობია.



ამავე თემაზე:

თბილისი-ზუგდიდის მატარებელი დიდთოვლობის გამო ორ საათზე მეტხანს იყო გაჩერებული - მგზავრები
Print