ახალი ამბები
100 დევნილ ოჯახს სოფლად სახლს შეუსყიდიან
დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის გადაწყვეტილებით, დევნილთა სააგენტო 100-მდე ოჯახს სოფლად სახლს შეუსყიდის.

უწყების ცნობით, იძულებით გადაადგილებული ოჯახები სახლებს, საქართველოს ნებისმიერ რეგიონში თავად შეარჩევენ.

„პროექტი მთელი ქვეყნის მასშტაბით, წარმატებით ხორციელდება. 2023 წელს სააგენტომ სოფლად სახლი 1 300-ზე მეტ დევნილ ოჯახს უკვე შეუსყიდა. 2025 წლის ბოლომდე „სოფლად სახლის“ პროექტის ფარგლებში, ჯამში 6 000 დევნილი ოჯახი განსახლდება“, – ნათქვამია დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ინფორმაციაში.
Print