ახალი ამბები
წალენჯიხაში წიწვოვანი ხე-მცენარეების მოპოვების ფაქტი გამოავლინეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამეგრელოში წიწვოვანი ხე-მცენარეების უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს.

ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ზღვაიაში მოქალაქემ კრიპრომეიის სახეობის 3 ერთეული ხე-მცენარე უკანონოდ მოიპოვა, ხოლო 4 ერთეულ ხე - მცენარეს ტოტები დააჭრა.

მასალები, შემდეგი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.

წიწვოვნების უკანონო მოპოვებაზე, ასევე ტრანსპორტირებისა და რეალიზაციის წესის დარღვევაზე მოქმედებს 500-დან 2000-ლარამდე ჯარიმა, რასაც გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობაც ემატება.
Print