ახალი ამბები
მერია საგზაო ჯარიმებიდან ორ მილიონამდე ლარის შემოსავალს ვარაუდობს
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ წარმოდგენილ 2024 წლის ბიუჯეტის პროექტში მერია დეტალურად განმარტავს შემოსავლებსა და ხარჯებს.

მათ შორის საუბარია საგზაო ჯარიმებზე. დოკუმენტში მითითებულია, რომ მთლიანობაში ჯარიმები პროგნოზირებულია 2 მილიონ 883 100 ლარის ოდენობით, აქედან ორი მილიონი საგზაო ჯარიმებიდან მისაღები შემოსავალია.

საუბარია მუნიციპალიტეტის მასშტაბით განთავსებულ ვიდეოკამერების მიერ დაფიქსირებულ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე.


ამავე თემაზე:

საკრებულოში ბიუჯეტის განხილვას არ ესწრება ფრაქცია ენმ-ს ნაწილი, რომელიც პარტიაში დარჩა
Print