რეგიონი
კლდის ჩამოშლის გამო მესტიის გზა დაიკეტა
მესტიის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხაიშთან, ე.წ საგერგილის ხიდთან კლდის ჩამოცვენის გამო, მოძრაობა პარალიზებულია. ავტომობილების გადაადგილება დიდი მოცულობის ლოდებისა და მიწის ჩამოსვლის გამო, შეუძლებელია.

მესტიის მუნიციპალიტეტის მერის, კაპიტონ ჟორჟოლიანის ინფორმაციით, კლდე აღნიშნულ მონაკვეთზე წუხელ ჩამოიშალა. მისივე თქმით, ადგილზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს, ელოდებიან მძიმე ტექნიკას იმისათვის, რომ დღეს საღამოსვე მოხერხდეს საავტომობილო გზაზე შეზღუდვების მოხსნა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

Print