ახალი ამბები
ხაიში-უშგულის გზაზე შეზღუდვებია
თოვის და ლიპყინულის გამო, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის ხაიში-უშგულის მონაკვეთზე შეზღუდვები მოქმედებს.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) მოძრაობა თავისუფალია.

საავტომობილო გზის ზუგდიდი-ხაიში მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

Print