ახალი ამბები
სენაკისა და მიმდებარე სოფლების წყალმომარაგებისთვის 45 300 614 ლარის ტენდერი გამოცხადდა
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ სენაკისა და მიმდებარე სოფლებისთვის 24 საათიანი წყლის მიწოდების მიზნით, 45 300 614 ლარის ტენდერი გამოაცხადა.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, საუბარია ნოსირის, საბესელიოს, საოდიშარიოს, საკილასონიოს, შუა ნოსირის და მეორე ნოსირის სოფლების წყალმომარაგების ქსელის დაპროექტებაზე.

"ამ ეტაპზე, სენაკის მოსახლეობის მხოლოდ 30% სარგებლობს უწყვეტი წყალმომარაგებით, დანარჩენ ნაწილს წყალი 18 საათიანი გრაფიკით მიეწოდება. ნაწილობრივ ამორტიზებულია წყლის ინფრასტრუქტურა და რეაბილიტაციას საჭიროებს.
დაგეგმილი პროექტის ფარგლებში მოეწყობა წყალსადენის ახალი ქსელი, მაგისტრალური მილსადენი, ჭაბურღილები, საქლორატორო, რეაბილიტაცია ჩაუტარდება არსებულ რეზერვუარს", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

სატენდერო წინადადებები მიიღება 31 იანვრიდან 5 თებერვლის ჩათვლით. გამარჯვებულმა კომპანიამ მომსახურება უნდა უზრუნველყოს ხელშეკრულების გაფორმებიდან 2026 წლის 25 ოქტომბრის ჩათვლით. 



ფოტო: United Water Supply Company - წყალმომარაგების კომპანია
Print