სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ზანაში, მამაკაცს საკუთარ სახლთან მიკროავტობუსი დაეჯახა. 
იგი ადგილზე დაიღუპა.  შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით  მძღოლი დაკავებულია. შემთხვევა შობას მოხდა. 
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის და უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.			
			
											 
					
მასალის გამოყენების პირობები