ახალი ამბები
წლის მანძილზე სასურსათო საქონელზე ფასები შემცირდა - საქსტატის ხელმძღვანელი
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა, გოგიტა თოდრაძემ 2023 წლის შემაჯამებელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ წლის მანძილზე სასურსათო საქონელზე ფასების შემცირდა.

"შემცირებაში, მნიშვნელოვანი კონტრიბუტორი იყო მზესუმზირის ზეთი, ცხიმი, კარტოფილი, პური და პურ-პროდუქტები.

ასევე, ჯანდაცვის ჯგუფში იყო გარკვეული მედიკამენტები და სამედიცინო აპარატურა, რომელმაც განაპირობა ინფლაციის შედარებით დაბალი მაჩვენებელი, თუმცა ამავე დროს, ფასები იზრდებოდა ნავთობპროდუქტებზე, კერძოდ ბენზინზე. ხილის და ყურძნის კატეგორიაზე კი 17%იანი, საფინანსო მომსახურებაზე კი 26%-იანი ზრდა გვქონდა", - აღნიშნა თოდრაძემ.

მან ასევე განმარტა, რომ 2023 წლის 11 თვის მაჩვენებლით, ეკონომიკური ზრდა 6.9%-ია, რაშიც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს მშენებლობის, ვაჭრობის, საკომუნიკაციო, სადაზღვევო და საფინანსო სექტორებმა.


Print