ახალი ამბები
აფხაზეთიდან ცხელებით წამოყვანილი ბავშვი ბათუმის კლინიკაში გარდაიცვალა
ბათუმის ერთ-ერთ კლინიკაში გალის რაიონიდან მშობლების მიერ ცხელებით გადმოყვანილი მცირეწლოვანი გარდაიცვალა.

ევექსის კლინიკური ხელმძღვანელი სულხან ორჟონია რადიო "ათინათთან" ამბობს, რომ პაციენტი 8 იანვარს მოთავსდა ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში, სადაც ჩაუტარდა პირველადი გამოკვლევები და შეფასდა მისი მდგომარეობა. 

"თვითდინებით შემოიყვანეს მშობლებმა. პაციენტს ჰქონდა ცხელებისა და სუნთქვის უკმარისობის რამდენიმე დღიანი ეპიზოდი, მოთავსდა ემერჯენსის განყოფილებაში, ჩაუტარდა შესაბამისი კვლევები რის საფუძველზეც დადგინდა, რომ ბავშვის მდგომარეობა იყო მძიმე. გამოვიძახეთ კატასტროფის სამსახური და გადამისამართდა შესაბამის კლინიკაში", - აღნიშნა მან.

ამ დროისთვის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი უცნობია. გარდაცვლილი ბავშვის ცხედარი უკვე გალის რაიონში გადაასვენეს. 

Print