ახალი ამბები
ზუგდიდში მიწის სისტემური რეგისტრაცია გრძელდება - საჯარო რეესტრი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მიწის სისტემური რეგისტრაციის საველე სამუშაოები მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაცია საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ გამოაქვეყნა.

"მიწის სისტემური რეგისტრაცია მთელი საქართველოს მასშტაბით, ქვეყნის 59 მუნიციპალიტეტში ხორციელდება (გარდა თვითმმართველი ქალაქებისა და ოკუპირებული ტერიტორიებისა). საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო 2022-2024 წლებში გეგმა-გრაფიკის მიხედვით ზომავს და კერძო, სახელმწიფო ან მუნიციპალურ საკუთრებაში არეგისტრირებს მიწის ნაკვეთებს", - ვკითხულობთ სააგენტოს ვებ გვერდზე.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში არსებულ სოფლებში მიწის სისტემური რეგისტრაციის ვადები შემდეგი წესით განისაზღვრა:

დარჩელი - იანვარი

კიროვი - იანვარი

დიდინეძი - იანვარი

დიდინეძის კახათი - იანვარი

კოკი - იანვარი

ხურჩა - იანვარი

ქალაქი ზუგდიდი - იანვარი

ერგეტა - იანვარი

ცვანე - იანვარი

ანაკლია - იანვარი

ორსანტია - იანვარი

ორულუ - იანვარი

განმუხური - იანვარი


ამავე ინფორმაციით, აღნიშნული პროექტით სარგებლობა სრულიად უფასოა.

Print