ახალი ამბები
ოჩამჩირის სოფელ კვიტოულში ჭაში ქალის ცხედარი იპოვეს
ოჩამჩირის რაიონის სოფელ კვიტოულში, ჭაში 43 წლის ქალის ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტრო იტყობინება.
მათივე ინფორმაციით, ქალს სხეულზე ძალადობის ნიშნები არ აღენიშნებოდა.

ფაქტზე მასალები ოჩამჩირის რაიონის „პროკურატურას“ გადაეგზავნა.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოჩამჩირის რაიონში ეძებენ 2023 წლის 27 დეკემბერს გაუჩინარებულ ახალგაზრდა ქალს.

დე ფაქტო რესპუბლიკის შსს - ს განცხადებით, 29 წლის სოფია ოლეინიკი, ბოლოს სოფელ აკვასკიას სასურსათო მაღაზიაში ნახეს.




Print