ახალი ამბები
სინოპტიკოსები მომდევნო დღეების განმავლობაში ამინდის გაუარესებას პროგნოზირებენ
12 იანვარს დღის ბოლოდან 14 იანვრის მეორე ნახევრამდე საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, ზოგან ძლიერი, ქარბუქი, გზებზე ლიპყინული.

ამის შესახებ ინფორმაციას  გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ზღვაზე კი შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა.

მათივე განმარტებით, 14-15 იანვარს ღამის საათებში გაძლიერდება ყინვა. ჰაერის ტემპერატურა -3, -5 გრადუსს მიაღწევს.

სინოპტიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ ხილვადობის გაუარესების გამო, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.
Print